ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო ფერაშვილმა და IV-ბ კლასის დამრიგებელმა მარიამ იშხანიძემ ჩაატარეს ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა წაიკითხეს გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსები, წარმოადგინეს ჩანახატები და ისაუბრეს დედაენის ისტორიასა და მნიშვნელობის შესახებ.