4/14/21

14 აპრილი- ქართული ენის დღე!


 ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო ფერაშვილმა და  IV-ბ კლასის დამრიგებელმა მარიამ იშხანიძემ ჩაატარეს ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით.
  მოსწავლეებმა წაიკითხეს  გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსები, წარმოადგინეს ჩანახატები და ისაუბრეს დედაენის ისტორიასა და მნიშვნელობის შესახებ.











9/17/20

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლა გილოცავთ სასწავლო წლის დასწყებას!

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახლობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლა სრული მზადყოფნით შეხვდა ახალი , 2020-21 სასწავლო წლის დაწყებას. სკოლამ განახორციელა Covid-19 ის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება და წარმატებით გაიარა ინსპექტირება. მოსწავლეები ხალისით დაუბრუნდნენ მონატრებულ საკლასო ოთახებს და ყველა რეკომენდაციის დაცვით შეუდგნენ სწავლას.












3/4/20

ინტეგრირებული გაკვეთილი VI კლასში


       2020  წლის 19 თებერვალს ქ.ყვარლის   N1 აჯარრო სკოლის  ბუნების მასწავლებელმა  ლალი ქემოკლიძემ  და ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელმა - ნინო იშხანიძემ  მე-6 კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი.
      გაკვეთილის  თემა იყო ვაჟა  და ბუნება. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ცოდნა გამოამჟღვნეს წყვილჩლიქოსანთა  რიგის ცხოველების - კერძოდ, შვლის შესახებ.  ასევე კარგად მოირგეს სასამართლო მოხელეების- მოსამართლის . მისი თანაშემწის , მოსარჩელის,მოპასუხის, ვექილების, მოწმეების, მანდატურისა და ბადრაგის როლები.
            მოსწავლეებში ამ ღონისძიებამ გააძლიერა  ბუნების  დაცვის გრძნობა,ფლორისა და ფაუნის გაფრთხილება .
           ღონისძიება ძალიან მოეწონათ დამსწრე  პედაგოგებს,  მშობლებსა   და   მოსწავლეებს.









სადეზინფექციო სამუშაოები ყვარლის პირველ საჯარო სკოლაში


სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში 4 მარტს, სკოლის დირექციის მიერ, მოწვეული შესაბამისი სპეციალისტების მიერ, ჩატარდა პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოები ,  რაც შეამცირებს ვირუსულ ინფექციებს, მათ შორის კორონავირუსის გავრცელების რისკს და საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს სასწავლო პროცესს.