4/3/17

გასვლითი გაკვეთილი STEP-ის აკადემიაში

მოგეხსენებათ ბავშვებს უყვართ კომპიუტერი და ინტერესით სწავლობენ ახალ ტექნოლოგიებს. ამიტომ მე,როგორც ისტ-ის მასწავლებელმა, 18 ოქტომბერს გადავწყვიტე გასვლითი გაკვეთილი ჩამეტარებინა STEP-ის აკადემიაში.შემდეგი თემით: "გავხადოთ აიტი სფერო საინერესო და პროდუქტიული", სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება გაეზიარებინათ თამაშების შექმნის, საიტების შექმნისა და რობოტოლანდიის ფართო შესაძლებლობები.

მართლაც სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის ასეთი ტიპის გაკვეთილი. მათ შეისწავლეს კომპიუტერული თამაშებისა და საიტების შექმნის საბაზისო უნარები. აღნიშნული გასვლითი გაკვეთილის შემდეგ უფრო მეტმა მოსწავლემ გადაწყვიტა სამომავლოდ ისტ-ის მიმართულებით სწავლის გაგრძელება და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა.










No comments:

Post a Comment