11/14/17

„უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“ სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში

   
შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლებში ახორციელებს პროექტსუსაფრთხოების ათი გაკვეთილი“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეხუთე კლასელთათვის უსაფრთხოების თემატიკასა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლები  ატარებენ.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ყვარლის რაიონში არსებული სკოლებიდან მხოლოდ ჩვენი, სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლა  შეირჩა სამინისტროს მიერ, სადაც  ხორციელდება აღნიშნული პროექტი V კლასელთათვის. მოსწავლეები ხალისით ესწრებიან  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ გაკვეთილებს და სწავლობენ საგზაო უსაფრთხოების, ბუნებრივი კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს მოქცევის წესებს, ასევე ისმენენ გაკვეთილებს  დისკრიმინაციის, ძალადობისა და ბულინგის შესახებ.














No comments:

Post a Comment