11/17/17

სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში "ილია ჭავჭავაძის კვირეული" დასრულდა.


სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო იშხანიძის თაოსნობით, მოეწყო ილია ჭავჭავაძის 180-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ვრცელი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციის -"ილია და ყვარელი"  ჩვენება. ამ სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის  მოსწავლეები.  ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და მისი ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და ილიას მცოდნე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მთავარდიაკვანი, მამა ბენიამინი (ჩიხორლიშვილი).
 ღონისძიებამ ილიას შესახებ მრავალი დამატებითი ცნობა მიაწოდა თვითონ მონაწილე მოსწავლეებს და მაყურებელს. მოსწავლეებმა თეატრალურად წარმოადგინეს ნაწყვეტები "კაკო ყაჩაღიდან, "ოთარაანთ ქვრივიდან"  და "კაცია-ადამიანიდან", ხოლო სკოლის პედაგოგებმა მუსიკალურად გააფორმეს საღამო.
         აღნიშნული ღონისძიებით დასრულდა "ილიას კვირეული"  სკოლაში.

























No comments:

Post a Comment