12/21/17

შეხვედრები მოსწავლეებთან

 
  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის "მოვუსმინოთ მოსწავლეებს" ფარგლებში ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები სსიპ -ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ.   IX -კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას მათ პირადად მოისმინეს მოზარდების შეხედულებები ძალადობაზე, მის  გამომწვევ მიზეზებზე და სავალალო შედეგებზე.
 ქალაქ ყვარლის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონმა  ქეთევან ჭიპაშვილმა და რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ხათუნა სამიტაშვილმა მოსწავლეებთან  ისაუბრეს მოზარდების პრობლემებზე, სკოლის როლზე ძალადობასთან ბრძოლაში და პრობლემების  მოგვარების ცივილურ გზებზე.










No comments:

Post a Comment