სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგის, მარიამ იშხანიძის, ხელმძღვანელობით მორიგი გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, იმყოფებოდნენ თბილისში, IT STEP-ის აკადემიაში ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიების გასაცნობად. STEP-ის აკადემიის ლექტორებმა მოსწავლეებს წაუკითხეს ლექცია 3D ანიმაციების შექმნის შესახებ.
მოსწავლეები ეზიარნენ რობოტოლანდიის სამყაროს, გაეცნენ სამგანზომილებიან გრაფიკასა და 3D სინთეზს, მათ საშუალება მიეცათ, ჩართულიყვნენ ინოვაციურ პროცესში, რაც რობოტების შექმნასა და მართვას გულისხმობს.
მსგავსი გასვლითი გაკვეთილები დადებითად აისახება სწავლა-სწავლების პროცესზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებისათვის მოტივაციის გაზრდას.

No comments:
Post a Comment