მათემატიკის პედაგოგმა ნანა ცირიკაშვილმა მოსწავლეთა
მოტივირების მიზნით VII და IX კლასებში ჩაატარა პრაქტიკული
მეცადინეობა სკოლის ეზოში.
VII კლასის მოსწავლეებმა სამკუთხედის ტოლობის ნიშნების საშუალებით განსაზღვრეს
ორ პუნქტს შორის მანძილი, რომელთა შორის სწორი გზით მისვლა შეუძლებელია.
IX კლასის მოსწავლეებმა კი სამკუთხედების მსგავსების ნიშნების გამოყენებით
შერჩეული მასშტაბით და კუთხის აგებით ფურცელზე შეძლეს მანძილის გაგება, რომელთა შორის
არსებულ წინააღმდეგობა ხელს უშლიდა გაზომვების საშუალებას.
მსგავსი ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში
ზუსტი მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივებას და მათემატიკის უკეთ შესწავლას.
No comments:
Post a Comment