11/1/18

" მე ილიას სამშობლოდან ვარ"


    8 ნოემბერს სრულიად საქართველო ილიაობას ზეიმობს. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ილიას კვირეული II  კლასის მოსწავლეებმა, მათმა ხელმძღვანელმა მარიამ იშხანიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ანდრიაშვილმა გახსნეს ,,ილიას გორაზე“ სტუმრობით. გასვლითი გაკვეთილი იყო შემეცნებითი და გასართობი.
    ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეებს წაუკითხა ბავშვებისთვის შედგენილი ილიას ბიოგრაფია, აჩვენა ფოტომასალა, მოაწყო აქტივობა:,,მე ილიას სამშობლოდან ვარ!’’ მოსწავლეებმა წაიკითხეს ილიას ლექსები, უპასუხეს შეკითხვებს ილიას შესახებ.
    კლასის დამრიგებელმა კი განახორციელა გასართობი აქტივობები და ბოლოს პიკნიკის ფონზე მოსწავლეებმა სახელდახელო კონცერტი  გამართეს.
   
























No comments:

Post a Comment