12/4/18

"ილია და სიყვარული"


სსიპ ილია  ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N 1 საჯარო სკოლაში როგორც ყოველთვის,  მიმდინარე  სასწავლო წელსაც  ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი კვირეული გამოცხადდა. 6 ნოემბერს X  კლასის ( კლასის ხელმძღვანელი: ნანა ცირიკაშვილი) მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება „ ილია და სიყვარული“
მათ წარმოადგინეს  ილიას მიერ ოლღა ბებურიშვილისადმი მიძღვნილი წერილები, მოიძიეს ინფორმაცია ილიას პირველი სიყვარულის შესახებ. ღონისძიებაზე მხატვრულად წაიკითხეს ილიას ლექსები, ღონისძიების მსვლელობისას ხატვით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა დახატეს ილიას ნაწარმოებების გმირები.სიმღერებით კი სალომე ღვედაშვილმა გაალამაზა ილიასადმი მიძღვნილი საღამო.






No comments:

Post a Comment