4/19/19

ინტეგრირებული პროექტი " ნაწერი რჩება უკუნისამდე"

18 აპრილს ილია ჭავჭავაძის  სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი " ნაწერი რჩება უკუნისამდე", რომელშიც მონაწილეობდნენ  VIII კლასის მოსწავლეები.  პროექტს ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზი ნადირაძე და ხელოვნების მასწავლებელი მარინა ზანდარაშვილი.
ბავშვებმა წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია თემატურად  განსხვავებული დავალებების მიხედვით. მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები , სლაიდები, კედლის გაზეთები და ამასთანვე გაიღრმავეს ცოდნა ქართული დამწერლობის წარმოშობის თვალსაზრისების, დამწერლობის პერიოდების, საწერი მასალისა და ქართველი კალიგრაფების შესახებ.























No comments:

Post a Comment