ჩვენო თინა მასწავლებელო! პირველი სკოლის სიამაყევ და უზომოდ დიდო ტკივილო! სამწუხაროა, რომ თქვენზე წარსულში უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ იყავით ადამიანი, რომელსაც, მიუხედავად სულიერი და ფიზიკური შეჭირვებისა, არად მიგაჩნდათ ყოველგვარი ტკივილი და მაინც სკოლაზე ფიქრობდით. გწამდათ, რომ აუცილებლად დაუბრუნდებოდით თქვენს პროფესიას. საუბრისას აღნიშნეთ , რომ " თქვენებური ძარღვიანი გაკვეთილები" გენატრებოდათ. მოსწავლეებმა ხომ "მუშა ფუტკარი" შეგარქვეს. იმედიანი თვალებით აღამებდით და ათენებდით, მაგრამ ვერაგი სენი ამის საშუალებას არ გაძლევდათ. სამომავლო გეგმებზე საუბრობდით და ბევრს ფიქრობდით, რა უნდა გაგეკეთებინათ.
კარგად გვახსოვს იანვრის დღე, როცა სკოლაში დაბრუნდით ფერმკრთალი, მაგრამ სიკეთით სავსე სხივჩამდგარი თვალებით. თანამშრომლების მოკითხვის შემდეგ მოსწავლეები მოიკითხეთ და განაცხადეთ, რომ ყოველდღიურად ივლიდით სკოლაში, მაგრამ......
გაჭირვებულის მხარში დგომა იცოდით, თქვენი რჩევები ბევრჯერ მალამოდ გვედებოდა ნატკენ გულზე.ყველასთან საერთოს გამონახავდით.ახალგაზრდა მასწავლებლები" თინა გოგოს " გეძახდით და გიხაროდათ იმიტომ, რომ ჩვენი უფროსი მეგობარი იყავით და გაცემული სიყვარული უკან გიბრუნდბოდათ.
თქვენი ცხოვრების გზა ტკივილით აღსავსე იყო. გულით დიდ დარდს ატარებდით, მაგრამ საკუთარი საქმისა თუ მოსწავლეებისათვის არასოდეს გიღალატიათ, რაც კიდევ ერთი დასტურია თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისა.
ჩვენ ბედნიერად ვთვლიდით თავს, რომ გიცნობდით და "თინა გოგოს " მეგობრები გვერქვა. სიტყვა უძლურია იმის გამოსათქმელად, თუ როგორ მოედინებოდა თქვენი კეთილშობილება ჩვენკენ და მადლით გვავსებდა.
ბზობის დღეს დაგვტოვეთ და მარადისობას შეუერთდით. ამინდიც ფორიაქობდა თქვენს ლამაზ სულთან ერთად. ვინ იცის, იქნებ საყვარელ შვილთან, ლევანთან, მიგეჩქარებოდა.

No comments:
Post a Comment