ჩვენო საყვარელო, თბილო და ტკბილო! მთელ სკოლას დაგვწყვიტე გული. მუდამ გვემახსოვრები მოცინარი, მოალერსე, სიცოცხლით სავსე, პოზიტიური.
ნინო, წახვედი და დაგვიტოვე დიდი გულის ტკივილი. შენ დააკლდი არა მარტო შენს დიდ ოჯახს, არამედ საახლობლოსა და სამეგობროს.
ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის შენი სიკვდილი ტრაგედიაა. ადამინთა დიდი მეგობარი იყავი, შემკული საუკეთესო თვისებებით: ჭკვიანი, ნოვატორი, დარბაისელი, ყველას გვერდით მდგომი , ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. მუდამ უანგაროდ ცდილობდი სხვათა დახმარებას. იყავი ოჯახის განუმეორებელი დიასახლისი, ერთგული და ყურადღებიანი მეუღლე, იდეალური დედა, უსაყვარლესი ბებია, შენი მოსწავლეებისათვის მზრუნველი და ყურადღებიანი მასწავლებელი , ჩვენთვის კი უძვირფასესი მეგობარი.
სკოლაში შენი ყოველი შემოსვლა ჩვენთვის იყო დღესასწაული, რადგან თან გახლდა სითბო და სიყვარული.
დაგვიტოვე უსაზღვრო მონატრება დიდებული ქალბატონისა, რომელმაც იცხოვრა, იღვაწა, იშრომა და უამრავი ცრემლი გაიყოლა თან!

No comments:
Post a Comment