5/3/17

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

                                     
 
      თანამედროვე ტექნოლოგიების  სამყაროში წიგნის კითხვის დრო თითქმის აღარ რჩებათ ბავშვებს. ეს ზოგადი პრობლება ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ყოველთვის ვეძებ გზებს ჩემი მოსწავლეები წიგნთან დავამეგობრო. ჯერ კიდევ სექტემბერში დავგეგმე  წიგნის საერთშორისო დღე გამორჩეულად აღმენიშნა.
    ჩემი სადამრიგებლო კლასის  მოსწავლეებს ვთხოვე, მოეტანათ წიგნები, რომელებსაც სიამოვნებით  კითხულობდნენ. სკოლის ეზოში მოვაწყეთ საჯარო კითხვა. მცირე ეპიზოდების წაკითხვის შემდეგ ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ.
     მეორე დღეს ვესტუმრეთ ყვარლის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას. დავათვალიერეთ წიგნსაცავი, გავმართეთ დისკუსია.    ვისაუბრეთ ქაღალდის წარმოშობის, პირველი  ნაბეჭდი წიგნის , ქართული  ნაბეჭდი წიგნის, სტამბისა და ქართული სტამბის ისტორიაზე. ამასთანვე განვიხილეთ  სხვადასხვა საკითხი: ბიბლიოგრაფია,ილუსტრაცია,პადინაცია, ფსევდონიმი და ჟანრი.
    მე და ჩემი მოსწავლეები ვგეგმავთ წიგნის კითხვა უფრო მეტად პოპულარული და მასშტაბური გავხადოთ.
                                                                       V კლასის დამრიგებელი:  ანა ანდრიაშვილი

















No comments:

Post a Comment