5/11/17

სიმულაციური ვარჯიში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ყვარლის №1 საჯარო სკოლაში

წლებია ჩვენი სკოლა აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციასთან. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და ავსტრიის წითელი ჯვარის დონორი ორგანიზაციის მიერ  პედაგოგებს და მოხალისე უფროს კლასელებს პერმანენტულად უტარდებათ ტრენინგები და სიმულაციები  ექსტრემალური სიტუაციების მართვის და უსაფრთხო  თემების ჩამოყალიბების მიზნით (წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა)

საქართველოს წითელი ჯვრისადგილობრივ საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ყვარლის №1 საჯარო სკოლაში ჩაატარა მიწისძვრის  სიმულაცია.
სიმულაციის მიზანი იყო არსებული ევაკუაციის გეგმის ამოქმედება, რათა მოსწავლეებმა საჭიროების შემთხვევაში დატოვონ სკოლის შენობა დაუყონებლივ და უსაფრთხოდ.




No comments:

Post a Comment