ყვარლის N1საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე სამი წელია აქტიურად ესწრებიან თბილისის "ვაკის პარკში" გამართულ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს.
აღნიშნული ღონისძიებით მოტივირებულმა IX, X, XI კლასების ქიმიით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად (ლ.მჭედლიშვილი მ.პატარქლიშვილი) გადაწყვიტეს სკოლაში ჩაეტარებინათ " ქიმიური პიკნიკი" საინტერესი ცდებით:

- "სპილოს ხორთუმი "
- "ფერადი ტყლარწი"
- "ხელოვნური ვულკანი"
- "ცეცხლმოდებული ხელები"
- "რძეზე ხატვა"
- "ნახშირორჟანგის ბუშტები" და სხვა... პიკნიკს ესწრებოდნენ: მოსწავლეები, მასწავლებლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები და სკოლის დირექცია. პიკნიკი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში.
No comments:
Post a Comment