6/15/17

დოკუმენტური ფილმები ყვარლის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

   
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროექტი, „სწავლება დოკუმენტური ფილმებით“, დაიწყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის პირველ საჯარო სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის. ნაჩვენები იქნა ფილმი "მფრინავი ენი". მისი ძირითადი თემა განსხვავებულობის მიღებაა. ფილმის მთავარი გმირი 11 წლის ენია, რომელიც ტურეტის სინდრომითაა დაავადებული. ეს დაავადება აიძულებს ენის სხეულს აკეთოს ის, რაც მას არ სურს.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ გამოეთქვათ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში. აქტიურად ჩაერთნენ გუნდური სავარჯიშოების შესრულებაში რომლის დახმარებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა მათი და ფილმის მთავარი გმირის ენის სურვილები იყოს მსგავსი. შეხვედრას უძღვებოდა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენელი ყვარელში – ციალა ხარატიძე. 
ახალგაზრდული პროექტი „სწავლება დოკუმენტური ფილმებით მორგებულია 14 – დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე და გულისხმობს დოკუმენტური ფილმების ჩვენებას და შემდგომ წინასწარ შემუშავებული სავარჯიშოების და გუნდური დავალებების საშუალებით მის განხილვას. ფილმები საგანმანათლებლო ხასიათისაა და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა, მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი, რელიგიის თავისუფლება და სხვა.
სსიპ „დანაშულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროექტები ყვარლის მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება, მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ნებისმიერ მსურველს 14–დან 21 წლამდე.


1 comment: