სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში დედაენს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ I- IX კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად.
გარდა მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციებისა, ღონსძიების ფარგლებში ჩატარდა ქართული ენისადმი მიძღვნილი ვიქტორინა, ასევე მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, ასევე საპატიო სტუმრები ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან, "წმინდა ილია მართლის საზოგადოებიდან" და გაზეთ "ყვარლის" რედაქციიდან. ბატონმა მევლუდ იობაშვილმა ვიქტორინაში გამარჯვებული ბავშვები ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოცემით "თქვენი ვარ შვილი" დააჯილდოვა, ასევე სკოლის ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს საჩუქრად გადასცა აღნიშნული წიგნები.

No comments:
Post a Comment