სსიპ ილია ჭავჭავაძის
სახელობის ქალაქ ყვარლის
N1 საჯარო სკოლის
VI კლასის მოსწავლეებისთვის „ჩვენი საქართველო“-ს მასწავლებელმა ლელა ჩაბალოშვილმა,
19 აპრილს გასვლითი გაკვეთილი
ჩაატარა კახეთში, სოფელ აწყურში
, მეთუნესთან. აღნიშნული გაკვეთილის
მიზანი იყო, მოსწავლეები
ახლოს გაცნობოდნენ უძველეს
ხელოვნებას თიხის დამუშავების
შესახებ.
შეხვედრისას მეთუნეს
მოსწავლეებმა დაუსვეს კითხვები, ნახეს, თუ როგორ მზადდება
სამეთუნეო მორგვში ესა თუ
ის თიხის ნაწარმი,
როგორ ხდება მისი გამოწვა ქურაში
და როდის იღებს თიხა სრულყოფილ სახეს.
მსგავსი გაკვეთილები
ხელს უწყობს მოსწავლეებში
მოტივაციის ამაღლებას, რაც სწავლა-სწავლების პროცესს
უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.
No comments:
Post a Comment