IVა კლასში II
სემესტრიდან ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანსაც დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებისათვის ბავშვთა უფლებების სწავლება წარმოადგენს.
ჩვენი პროექტი შედგება 4 გაკვეთილისაგან.
სწავლის მიდგომა ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრასა და მაგალითის საშუალებით სწავლაზე,
მოსწავლეებს ეხმარება უნარების განვითარებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
28 მარტს ჩავატარეთ პირველი მეცადინეობა
თემაზე: „მე მაქვს სახელი - ჩვენ გვაქვს სკოლა“. მოსწავლეებმა გაიგეს და დააფასეს ის,
რომ სკოლა მათ ეხმარება მოცემულ მომენტში და - დაეხმარება მომავალშიც - რათა თითოეულმა
მათგანმა და ყველამ ერთად, მეტი ისწავლოს და მეტი ცოდნა და უნარები შეიძინოს.
მათ აღმოაჩინეს, რომ სკოლაში სიარული მხოლოდ
მოვალეობას არ წარმოადგენს, სკოლის შექმნა უკავშირდება მათ უფლებას, იარონ სკოლაში
და მიიღონ განათლება, ხოლო მშობლები, მასწავლებლები და სახელმწიფო უზრუნველყოფენ მათი
ამ უფლების დაცვას.
No comments:
Post a Comment