ილია ჭავჭავაძის
სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის კლუბი „ილიელები“ უკვე 4 წელია საუკეთესო აქტივობებს
ახორციელებს. მხატვრული შემოქმედებითი სექცია აერთიანებს ორ ათეულ მოსწავლეზე მეტს.
2018 წლის 13 მარტს კლუბმა „ილიელებმა“ მოიწვია უნივერსიტეტ
„ჯიპას“ ლექტორი და მედია ექსპერტი, ბატონი
ზვიად ქორიძე, რომელიც არის საქართველოს შეწყალების კომისიის თავჯდომარე და „ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის“ ყოფილი თავჯდომარე. ბატონმა
ზვიადმა ვრცლად ისაუბრა თემაზე: „ილია და ლიბერალიზმი“ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც
ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ასევე ყვარლის II
სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის აღსაზრდელებიც. შეხვედრა გაიმართა ილიას
სახლ-მუზეუმის მცირე დარბაზში. სამ საათზე მეტ ხანს არ შემწყდარა კითხვა-პასუხი.
აღსანიშნავია, რომ ბატონ ზვიად ქორიძეს მეგზურობასა
და მასპინძლობას უწევდა ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლე, ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, ახალგაზდული ევროპარლამენტის
წევრი, ნიკა გურინი.
No comments:
Post a Comment