4/10/18

ერთად ვმართავთ სკოლას!

5 აპრილს განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესო იყო სასწავლო პროცესი სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ  ყვარლის  N1   საჯარო სკოლაში.  თვითმმართველობის ინიციატივით სკოლის მართვის სადავეები მოსწავლეებმა აიღეს. პედაგოგებმა, დირექციამ და მოსწავლეებმა სიამოვნებით გაცვალეს  როლები. მთელი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ მოსწავლე-მანდატურები, ექიმი, ბიბლიოთეკარი, მორიგეები, სპეც.მასწავლებელი. დირექტორის მოადგილე, დირექტორი თუ საგნის მასწავლებლები.
             მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნენ სკოლის ცხოვრებას, მეტად დააფასეს პედაგოგებისა და სკოლის თითოეული თანამშრომლის შრომა და საუკეთესო გამოცდილება მიიღეს.
























No comments:

Post a Comment