სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის ვაჟ-ხელბურთელთა
გუნდმა, სპორტის პედაგოგის ზურიკო ნაწილაშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით იასპარეზა
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სასკოლო
სპორტულ ოლიმპიადაში და აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშების გამარჯვებული გახდა.
I ადილის მფლობელები, სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, შესაბამისი სიგელითა
და თასით დაჯილდოვდნენ. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს
ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!
No comments:
Post a Comment