5/8/18

TIMSS-ის კვლევა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლაში


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1  საჯარო სკოლა შეირჩა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.
ტესტირებაში, რომელიც მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების დავალებებს მოიცავდა, IV და VIII  კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მონაწილის მშობელი კითხვარების საშუალებით აქტიურად იყო ჩართული კვლევის პროცესში შერჩეული საგნების პედაგოგებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები კონფიდენციალურია, იგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლების პროცესის  გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შესამუშავებლად.









No comments:

Post a Comment