პრაქტიკული სამუშაოები
გეოგრაფიის სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. პრაქტიკული სამუშაოების შესრულება
უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ფორმირებას. ამ მიზნით
6 დეკემბერს სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის
ქალაქ ყვარლის N 1
საჯარო სკოლის
VIIა
კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „ადგილის გეგმა და ორიენტირება“. გაკვეთილი მიზნად ისახავდა საზომ ერთეულებზე საკუთარი
ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში. ასევე ადგილმდებარეობის
ფართის გაზომვას და დაგეგმვას. პროექტში ჩართული იყო აგრეთვე სსსმ მოსწავლე
ლაშა ტალაშვილი.
ლაშამ
წარმატებით შეასრულა მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება და მაღალი შეფასებაც
დაიმსახურა.
Namdvilad kargia rom bavshvebi ase aqtiurad ertvebian geografiis sheswavlis processhi
ReplyDelete