4/20/19

სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის კვლევა




ავტორი: ირმა ხოსროშვილი


                                             2018 -2019 სასწავლო წელი




                                 



                                                      


                               ს ა რ ჩ ე ვ ი

თავფურცელი   --------------------------------------------------      გვ: 1
სარჩევი           --------------------------------------------------      გვ: 2
შესავალი    ---------------------------------------------------------   გვ: 3
თავი I    -------------------------------------------------------------   გვ: 4-13
კვლევის მიზნები და ამოცანები   ------------------------------     გვ: 4
პრობლემის აქტუალობა და საკვლევი საკითხის მიმოხილვა ---- გვ: 5-7
 საკვლევი კითხვები        ----------------------------------------    გვ: 8 - 13
თავი II   ------------------------------------------------------------   გვ: 14
ლიტერატურის მიმოხილვა  ------------------------------------     გვ: 14-15                                                   
თავი III   -------------------------------------------------------------  გვ: 16
შედეგების შეჯამება/ანალიზი                                                           გვ:17-19
დასკვნა                                                                                                   გვ:20
რატომაა მშობელთა ჩართვა რთული                                               გვ: 21
მშობელთა ჩართვის სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები გვ: 22
თავი IV   ------------------------------------------------------------  გვ: 22-24
რეკომენდაციები /ინტერვენციები                                                 გვ: 23-24
ბიბლიოგრაფია                                                                                   გვ: 25
რეფლექსია                                                                                          გვ:26




                                                              





                                  შ ე ს ა ვ ა ლ ი

           წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც მომზადდა და განხორციელდა სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის უფროსი მასწავლებლის ირმა ხოსროშვილის მიერ.
            მოგეხსენებათ, მშობელთა ჩართულობა განათლების პროცესში გლობალური პრობლემაა და საკმაოდ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისათვის და რა თქმა უნდა, ჩემი სკოლისთვისაც. სწორედ ამან განაპირობა ჩემი დაინტერესება აღნიშნული საკითხით, ამიტომ ქვემოთ მოცემული კვლევა შეეხება სსიპ-ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლების ჩართულობას საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებისა და განათლების პროცესში.
          იგი  მიმდინარეობდა 2018 სასწავლო წლის ოქტომბრის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე. გამოიკითხა საბაზო საფეხურის 60 მშობელი, 90 მოსწავლე და 40 მასწავლებელი.  მონაცემების დამუშავების და ანალიზის  შედეგად გამოიკვეთა სავარაუდო სირთულები მშობელთა ჩართულობის კუთხით  და დადასტურდა სკოლის ხელშეწყობის აუცილებლობა აღნიშნული მიმართულებით.
           საბოლოოდ, საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავდა რეკომენდაციები სკოლისთვის და დაიგეგმა გარკვეული ინტერვენციები აღნიშნული პრობლემის სრულად თუ არა, ნაწილობრივ მოსაგვარებლად მაინც.       
     აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დირექციას რესურსით უზრუნველყოფისა და დახმარებისათვის, საბაზო საფეხურზე მოღვაწე ყველა პედაგოგს და  ასევე, განსაკუთრებული მადლობა - აღნიშნული საფეხურის დამრიგებლებს.
     მადლობა მინდა ვუთხრა მშობლებს და მოსწავლეებს, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩემს სამუშაოს და დამეხმარნენ კვლევის წარმართვაში.
                                                                                                                                        
                                                                                                                       

                                    კვლევის მიზნები და ამოცანები
  აღნიშნული კვლევის მიზანი იყო:
·         დამედგინა, რა როლს ასრულებს მშობელი შვილის განათლებასა და განვითარებაში.
·         დამედგინა ჩემი სკოლის მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის სიხშირე და ხარისხი საკუთარი შვილების განათლების და აღზრდის პროცესში.
·         გამერკვია, რა ფაქტორები უწყობს ან პირიქით, უშლის ხელს მათ მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში.
·         განმესაზღვრა ინტერვენციები ანუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სკოლამ გააძლიეროს მშობელთა ჩართულობა.
·         შეფასდეს დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
კვლევის ამოცანები  მდგომარეობდა შემდეგში:
·         ინდივიდუალურად გავსაუბრებოდი მშობლებს (ანონიმური ინტერვიუ)
·         შემედგინა კითხვარები თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის
·         ჩამეტარებინა გამოკითხვა
·         მომეხდინა შედეგების ანალიზი
·         გამომეტანა დასკვნები
·         განმესაზღვრა შესაბამისი ინტერვენციები
·         გამეკეთებინა შეფასება
     თავდაპირველად, კვლევის ჩატარება მინდოდა მინდოდა სწავლების ყველა საფეხურზე. ვინაიდან სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულია მშობლების ჩართულობა, ამიტომ კვლევა უნდა წარმართულიყო სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ამან წარმოშვა საკმაოდ ბევრი სირთულე, ამიტომ კვლევის მასშტაბი შევამცირე და რადგან, ჩემი აზრით, საბაზო საფეხური ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და საკვანძო საფეხურია მოსწავლეთა როგორც აკადემიური თუ ქცევითი, ასევე მრავალი სხვა უნარ-ჩვევის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ამიტომ კვლევა ჩავატარე აღნიშნულ საგანმანათლებლო საფეხურზე (მე-7, 8, 9კლასები).
    კვლევა განვახორციელე როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კუთხით და მოიცავდა შემდეგ სამიზნე (ფოკუს) ჯგუფებს:
·         მოსწავლეები
·         მშობლები
·         მასწავლებლები
      კვლევის ჩატარებაში დიდი დახმარება გამიწიეს დამრიგებლებმა. მათ გარეშე გამიჭირდებოდა ანუ პრაქტიკულად ვერ შევძლებდი მშობლებთან კომუნიკაციას და მათ გამოკითხვას.                                                                                                                          
                                                                                                                                                  
პრობლემის აქტუალობა და  საკვლევი საკითხის მიმოხილვა.
      სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისათვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური სტატუსი, მშობლების მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. ცნობილია, რომ  მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უმეტესად უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია, გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილნი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებლები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მშობელთა აქტიური თანამშრომლობით, რადგან მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, თვითონ მშობლებზე და რაც მთავარია, მოსწავლეებზე.
   საერთაშორისო კვლევებით და სტატისტიკური მონაცემებით დადგენილია, რომ თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა სკოლასთან და არ არიან დაინტერესებულნი იქ მიმდინარე მოვლენებით, უმეტეს შემთხვევაში მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია და მათ წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინარული სანქციების საშუალო მაჩვენებელიც შედარებით მაღალია.
     მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, არამედ თვითონ მშობლებისთვისაც, რადგან იცვლება მათი (ანუ მშობლების) სოციალურ-ემოციური მხარე, უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები. ისინი უფრო გამგები ხდებიან საკუთარი შვილის მიმართ, ხდებიან უფრო მზრუნველნი და ნაკლებად მკაცრნი, მეტად აფასებენ შვილების მიღწევებს, მეტ ყურადღებას აქცევენ საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას, უკეთესად იყენებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, აძლევენ შვილებს შესაძლებლობას თამამად გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, გაუზიარონ პრობლემები, რაც ეხმარება მათ სრულყოფილად ფლობდნენ ინფორმაციას შვილების მდგომარეობის შესახებ და დროულად ღებულობენ ზომებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.
                                                                  
     მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა დადებითად აისახება მასწავლებლებზეც. ისინი ხდებიან უფრო თავდაჯერებულნი, უფრო მოტივირებულნი, უჩნდებათ მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიისადმი, კმაყოფილნი არიან საკუთარი საქმიანობით და მიღწეული შედეგებით. როდესაც მაღალია სწორი კომუნიკაციის ხარისხი მასწავლებელსა და მშობელს შორის, ეს ეხმარება პედაგოგს, ფლობდეს მოსწავლის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, რაც საშუალებას აძლევს მას, მოარგოს სასწავლო პროცესი მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებას, რაც  თავის მხრივ, მაღალი შედეგის მიღწევის გარანტიაა. 
  და, რაღა თქმა უნდა, მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება მთლიანად სკოლაზეც, რადგან როდესაც  სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლების მხრიდან, იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში და ასეთი სკოლის სასკოლო პროგრამებიც უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ.
    ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიურ და ქცევით მიღწევებს.
    მინდა აღვნიშნო, რომ  ტერმინი „მშობელი“ არ ეხება მხოლოდ ბიოლოგიურ დედას და მამას. შეგვიძლია მშობელი  ვუწოდოთ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ბავშვის აღზრდაში. რა თქმა უნდა, დედ-მამა ზრუნავს ბავშვის აღზრდაზე, მაგრამ  მათ გარდა აღზრდაზე, ძალიან ხშირად, პასუხისმგებლობას იღებენ ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები, ბიძები, დედინაცვალი, მამინაცვალი, მეურვე, ძიძა.                                          ანუ, ამ შემთხვევაში, ტერმინი „მშობელი“ გულისხმობს ყველა იმ ზრდასრულ პირს, ვინც საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდასა და კეთილდღეობაზე.
     მნიშვნელოვანია  დავადგინოთ ისიც, თუ რა არის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა  ჩართულობისთვის  ბარიერი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის, „სკოლის, ოჯახისა და  საზოგადოებასთან პარტნიორობის ცენტრის“ კომუნიკაციების  დირექტორის, კარენ სალინასის განცხადებით: „ მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ოჯახებს არ უნდათ მონაწილეობის მიღება სასკოლო ცხოვრებაში, სინამდვილეში კი მათ არ იციან როგორ მიიღონ მონაწილეობა“.           
    ყველაზე მთავარი არის სწორი და ეფექტური კომუნიკაცია. არსებული ბარიერების მიუხედავად, როგორც სკოლებს, ასევე მშობლებს, ძირითადად სურთ, რომ ურთიერთობები ინტენსიური იყოს, რასაც ხელს შეუწყობს :                
 1. კომუნიკაციის გაუმჯობესება
                               და                                                                                         
 2. მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ, როგორც ოჯახების, ასევე სკოლის პერსონალის ცნობიერების ამაღლება.                                                                                                                 
                                                                       
    ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭიროა, რომ მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთს ინფორმაციას აქტიურად უზიარებდნენ. ამისათვის სკოლის მხრიდან, გამოყენებული უნდა იყოს საინფორმაციო ბიულეტენები, მრავალფეროვანი ვებ-გვერდები, საინფორმაციო დაფები  და შემუშავდეს ანალოგიური მექანიზმები მშობელთაგან აქტიური უკუკავშირის მისაღებად.
         რა თქმა უნდა გამოყენებული სტრატეგიები მორგებული უნდა იყოს საზოგადოებაზე. თუ ოჯახებს არ აქვთ ხარისხიანი ინტერნეტი, თუ ვერ მიიღებენ საფოსტო გზავნილებს ელ-ფოსტით, თუ იქნება ენობრივი ბარიერი (ქართულ ენოვანი კომუნიკაცია და სომხურად, აზერბაიჯანულად და ა.შ. მოლაპარაკე მშობლები), კომუნიკაცია ვერ გაუმჯობესდება.  ამიტომ, სკოლამ კომუნიკაციის ისეთი მრავალფეროვანი სტრატეგიები უნდა შეიმუშაოს, რომ ყველა ასპექტი მშობელთათვის ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს და რამაც აქტიური ჩართულობისკენ უნდა უბიძგოს მათ.
       პედაგოგებმა უნდა წაახალისონ მშობლები, მიაწოდონ მათ ინფორმაცია, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში, ელაპარაკონ იმ მიმდინარე პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის მიღწევებზე სკოლაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობლებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, არსებული დისციპლინარული ნორმების, შეფასების ინსტრუმენტებისა და სკოლის მიზნების შესახებ. დირექტორმა და მასწავლებლებმა მშობლებთან პოზიტიური კომუნიკაციის რეგულარული გრაფიკი უნდა შეადგინონ, ანუ სკოლა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ უზრუნველყოს მშობლბის ეფექტური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.





                                                                                                  

                                                                                                                                                                        
                                საკვლევი კითხვები

                                 1. კითხვები მშობლებს

ვინაიდან გამოკითხვა ანონიმურია და თქვენი ვინაობა არსად  ფიქსირდება, ამიტომ გთხოვთ, იყავით მაქსიმალურად გულწრფელები და აუცილებლად მონიშნეთ მხოლოდ სიმართლე!
                                     პასუხები მონიშნეთ ასეთი სიმბოლოთი - 
მე მყავს შვილები
1-ელ კლასში      ----------                                    მე-7კლასში      ----------
მე-2 კლასში       ----------                                               მე-8კლასში       ----------
მე-3 კლასში       ----------                                               მე-9კლასში       ----------
მე-4 კლასში       ----------                                               მე-10 კლასში    ----------
მე-5 კლასში        ----------                                              მე-11 კლასში    ----------
მე-6 კლასში       -----------                                            მე-12კლასში      -----------
ვერ ვიხსენებ, რომელ კლასშია    ------------

მონიშნეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ:

ვეხმარები შვილს/შვილებს გაკვეთილების მომზადებაში             --------------
ვესწრები კლასის ექსკურსიებს/ღონისძიებებს                                     -------------
ვეხმარები დამრიგებელს ღონისძიებების მოწყობაში                -------------
ვურთიერთობ შვილის თანაკლასელების მშობლებთან            -------------
ვეხმარები შვილის კლასს (ან სკოლას) დაფინანსების მოზიდვაში   -------------
სხვა აქტივობების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ:  ---------------------------------------
არ/ვერ  ვმონაწილეობ არაფერში                                                    --------------


                                                                                                                                              

გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი პასუხები:
არ  ვარ  ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, რადგან:

დატვირთული ვარ საოჯახო საქმით                                  ------------                                    
მიჭირს ქართული ენის გაგება                                              ------------
უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს სკოლის გარემოში               ------------
ცივად/უხეშად  მხვდებიან  სკოლაში                                 ------------
მშობელთა კრებები ემთხვევა ჩემს სამუშაო საათებს      ------------
ჩართულობა არ მაინტერესებს                                             ------------
სხვა მიზეზია, (გთხოვთ, მიუთითოთ):  ---------------------------------------------------------

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი სკოლასთან ურთიერთობისას, შემდეგი ქულების გამოყენებით

ყველაზე ეფექტური --- 4 ,     საშუალო ეფექტის ---3,                                                                  ნაკლებად ეფექტური ---2,        არაეფექტური --1

შვილის ხელით წერილის მიღება  -------
ელექტრონული ფოსტა                  --------
სატელეფონო ზარი                    --------
პირისპირ შეხვედრა                  --------
სკოლის ვებ-გვერდი                  --------
სოციალური ქსელი                    --------
თუ სხვა რამ, გთხოვ, მიუთითოთ:  ---------------------------------------------------

მონიშნეთ თქვენი ჩართულობის დონე ჩამოთვლილ აქტივობებში შემდეგი  ქულებით:
ყოველთვის-4,    ზოგჯერ-3,    იშვიათად-2,       არასოდეს -1

ვმონაწილეობ  საკლასო და სასკოლო აქტივობებში                     ----------                    
ვუკითხავ  შვილს/შვილებს  წიგნებს                                     ----------                                    
განვიხილავ  სასკოლო დღეს  ჩემს  შვილთან /ებთან  ერთად    ----------
ინტერნეტს ვიყენებ ჩემს შვილთან /ებთან  ერთად                          ----------                                            
თვალყურს ვადევნებ  შვილის /ების  მეცადინეობას         ----------
ვეთამაშები  შვილებს                                                                ----------
ვუყურებ ტელევიზორს შვილთან /ებთან  ერთად             ----------                                
ვესაუბრები სხვა მშობლებს სკოლის და სწავლების შესახებ      ----------
რეგულარულად ვესაუბრები პედაგოგებს                            ----------
ვესაუბრები დირექტორს                                                          ----------
ვკითხულობ/ვპასუხობ ყველა სასკოლო შეტყობინებას    ----------
თუ კიდევ სხვა რამ, გთხოვ, მიუთითოთ:  --------------------------------------------------------

                                        2.კითხვები მოსწავლეებს


ვინაიდან გამოკითხვა ანონიმურია და თქვენი ვინაობა არსად  ფიქსირდება, ამიტომ გთხოვთ, იყავით მაქსიმალურად გულწრფელები და მონიშნეთ მხოლოდ სიმართლე!

                                     პასუხები მონიშნეთ ასეთი სიმბოლოთი - 
                                                                  მე ვარ

მე-6 კლასში   ----------                                                    მე-8 კლასში  ------------
მე-7 კლასში  -----------                                                    მე-9 კლასში  ------------

           მონიშნეთ ყველაფერი, რაშიც გეხმარებათ დედა ( ან მამა, ბებია, პაპა, მეურვე)

მეხმარება გაკვეთილების მომზადებაში                                       ------------
ესწრება ჩემი კლასის ექსკურსიებს/ღონისძიებებს                     ------------                 
ეხმარება  დამრიგებელს ღონისძიებების მოწყობაში                  ------------                
ურთიერთობს ჩემი კლასელების მშობლებთან                           ------------
არ (ან)ვერ  მონაწილეობს არაფერში                                               ------------                       

                             მონიშნეთ შესაბამისი პასუხები:                                                             
დედა (მამა)  არაა  ჩართული ჩემს სასკოლო ცხოვრებაში, რადგან:

დატვირთულია საოჯახო საქმით                                                                      ------------
უჭირს ქართული ენის გაგება                                                                              ------------
მშობელთა კრებები ემთხვევა დედაჩემის (ან მამის) სამუშაო საათებს      ------------
მას სკოლაში ჩართულობა საერთოდ არ აინტერესებს                                   ------------
არ იმყოფება საქართველოში                                                                              -------------
თუ სხვა მიზეზია, გთხოვთ, დაწეროთ   ----------------------------------------------------------


                                    3.კითხვები მასწავლებლებს
ვინაიდან გამოკითხვა ანონიმურია და თქვენი ვინაობა არსად  ფიქსირდება, ამიტომ გთხოვთ, იყავით მაქსიმალურად გულწრფელები!

                                           პასუხები მონიშნეთ ასეთი სიმბოლოთი - 
                                                                  მე  ვასწავლი
მე-6 კლასის  მოსწავლეებს ----------                            მე-8  კლასის  მოსწავლეებს   ------------
მე-7 კლასის  მოსწავლეებს-----------                           მე-9  კლასის  მოსწავლეებს  ------------

სასკოლო  ცხოვრებაში  მშობლების   ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა  აქვს  მოსწავლეთა   წარმატებისთვის
                                                                                                                               
1. სრულიად  ვეთანხმები                ----                  2. ნაწილობრივ  ვეთანხმები      ----
3. ნაწილობრივ  არ  ვეთანხმები     ----                 4. სრულიად  არ  ვეთანხმები.    ----       
                                                   
                                                                                                                                             
მონიშნეთ ყველა პასუხი, რომელსაც ეთანხმებით: „ მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან: “
  თუ მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლე წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები აქვს
  თუ მშობლები არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია
  როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი                                                                
  სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მშობლების შვილებს უკეთესი ქცევა გამოარჩევთ
  სასკოლო ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე  ერთმანეთთან
   თუ კიდევ სხვა რამ, გთხოვთ, ჩაწეროთ: ------------------------------------------------
                                     მშობლის ჩართულობა გულისხმობს:
   შეძლებისდაგვარად  მეტ  სასკოლო  ღონისძიებაზე  დასწრებას
   ბავშვის  მიერ  კარგად  შესრულებული  სამუშაოს  წახალისებას  მშობლის  მხრიდან
   მასწავლებლებთან  რეგულარულ  შეხვედრებსა  და  შვილის პროგრესის განხილვას
    საშინაო  დავალების  შესრულებაში  მოსწავლის  დახმარებას
    მშობლების, როგორც  პარტნიორების, მონაწილეობას შვილის განათლების შესახებ  გადაწყვეტილების  მიღებაში  
     თუ კიდევ სხვა რამ, გთხოვთ, ჩაწეროთ: -----------------------------------------------
                                                                                                                       
ჩემი კლასის /ების მოსწავლეთა მშობლების უმრავლესობა ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში:
1. სრულიად  ვეთანხმები                ----                  2. ნაწილობრივ  ვეთანხმები      3.ნაწილობრივ  არ  ვეთანხმები     ----                 4. სრულიად  არ  ვეთანხმები.    ----
                                                                                                                                              
ჩემი კლასის /ების მოსწავლეთა მშობლების მხოლოდ უმცირესობაა ჩართული:
1. სრულიად  ვეთანხმები                ----                  2. ნაწილობრივ  ვეთანხმები      ----
3. ნაწილობრივ  არ  ვეთანხმები     ----                 4. სრულიად  არ  ვეთანხმები.    ----    

ჩემი კლასის /ების  მოსწავლეთა მშობლების უმრავლესობა, შვილის შესახებ მეკითხება:
1.  ყოველდღე                                                     2.  კვირაში ერთხელ
3.  თვეში ერთხელ                                             4.  6 თვეში ერთხელ
                                                   5.   არასდროს

ჩემი კლასის /ების  მოსწავლეთა მშობლების უმცირესობა შვილის შესახებ მეკითხება:
1.  ყოველდღე                                                     2.  კვირაში ერთხელ
                        3.  თვეში ერთხელ                                            4.  6 თვეში ერთხელ             
                                                  5.   არასდროს
მშობლების ჩართულობის შემაფერხებელი გარემოებები, თქვენი აზრით, არის:
  მშობლების დროის სიმცირე/დატვირთული გრაფიკი                                                                                             
   ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
   მშობლები უცხოეთში ცხოვრობენ
   მშობელთა მხრიდან დაბალი ინტერესი შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი
   მშობელთა მიერ აღზრდის არასწორი მეთოდების გამოყენება
   მშობელთა უნდობლობა მასწავლებლებისადმი
   მშობელთა უარყოფითი დამოკიდებულება სწავლის ახალი მეთოდებისადმი
   მშობელთათვის „გაუგებარი“ სახელმძღვანელოები
   შვილებისათვის არასაკმარისი დროის დათმობა                                                       
   სკოლის მიერ არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება
   თუ კიდევ სხვა რამ, გთხოვთ, ჩაწეროთ: ---------------------------------------------                                                                                                                               
                             
ლიტერატურის   მიმოხილვა
    თანამედროვე თეორიები ბავშვის განვითარების შესახებ დასავლეთის კულტურული ფასეულობების საუკუნებრივი ცვლილებების, ბავშვთა შესახებ ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერული პროგრესის შედეგია.
     შუა საუკუნეების ევროპაში მეექვსედან მეთხუთმეტე საუკუნემდე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები ადასტურებს, რომ უფროსები ფაქიზად და ზრუნვით ეკიდებოდნენ ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს (Lett,1997).
     მეთოთხმეტე საუკუნისათვის არსებობდა ცნობარები მშობლებისათვის ბავშვთა მოვლის მრავალი ასპექტის შესახებ(Aleqsandre-Bidon & Lett,1997). ამ დროს კანონი აღიარებდა,რომ ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობა არ შეიძლებოდა  (Hanawalt, 1993).
     მეთექვსმეტე საუკუნეში მიდგომა შეიცვალა და პურიტანულ მიდგომად იქცა, ბავშვებს ბოროტ და ჯიუტ არსებებად წარმოსახავდნენ და თვლიდნენ რომ მათ ცივილიზაცია სჭირდებოდათ (Shahar, 1990). მიუხედავად იმისა, რომ დასჯა გაბატონებული ფილოსოფია იყო, შვილების სიყვარული და სითბო ბევრ პურიტან მშობელს მისი გამოყენების საშუალებას არ აძლევდა. (Moran & Vinovskis, 1986).
     მეჩვიდმეტე საუკუნის ფილოსოფოსი ჯონ ლოკი (1632-1740), რომელმაც ბიჰევიორიზმს ჩაუყარა საფუძველი, ბავშვს „სუფთა ფურცლად“ განიხილავდა და მშობლებს წარმოადგენდა რაციონალურ მასწავლებლად, რომელთაც უნდა „გამოეძერწათ“ ბავშვი. მან დროს გაუსწრო და ჩამოაყალიბა ისეთი რეკომენდაციები, რომელსაც დღევანდელი პედაგოგიკა ეყრდნობა. იგი დასჯის წინააღმდეგი იყო და უპირატესობას ანიჭებდა წახალისებას მოწონებით და შექებით.  ბავშვის განვითარებას უწყვეტ პროცესად განიხილავდა და მისი აზრით, ქცევა თანდათანობით ყალიბდება მშობლების მიერ გულისხმიერი, თანმიმდევრული სწავლების შედეგად.
     მეთვრამეტე საუკუნეში ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან-ჟაკ რუსომ (1712-1778წწ.) ბავშვობის შესახებ ახალი შეხედულება ჩამოაყალიბა. ლოკისგან განსხვავებით რუსო ფიქრობდა, რომ საკუთარი ბედის მჭედლები თავად ბავშვები არიან, რომ მშობლებს მხოლოდ ბავშვის განვითარების ოთხ ასაკობრივ საფეხურზე - ჩვილობის, ბავშვობის, გვიანი ბავშვობის და მოზარდობის დროს -  მათი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინათ. მისი ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი ბავშვია, რომლის განვითარებაც ბუნების მიერ ნაკარნახევი ერთიანი უნიფიცირებული კურსით მიმდინარეობს.
     მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში სულ უფრო მეტი მშობელი ითხოვდა პროფესიონალთა დახმარებას  შვილების ემოციებთან და ქცევებთან გასამკლავებლად, ამიტომაც ბავშვის განვითარება ლეგიტიმურ დისციპლინად გადაიქცა და ბავშვთა განვითარების მეცნიერულად შესწავლისათვის დაფუძნდა კვლევის სპეციალიზებული ცენტრები და პროფესიული საზოგადოებები. უკვე არსებობს მრავალი თეორია, რომლებსაც თავისი მიმდევრები ჰყავს. დღეს დღეობით ამ თეორიებში ევროპული მიდგომები მკვეთრად განსხვავდება ამერიკული მიდგომებისაგან, რომლის ფოკუსი კონკრეტული და დაკვირვებადი ქცევაა.                                                                                                                                                                                     ექსპერტთა უმრავლესობა  განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ ბავშვის განვითარებაში მშობლებს პასუხისმგებლობის ლომის წილი აკისრიათ (სპოკი, გარბარინო, ბედარდი, სტეინბერგი, ბერკი). ბევრი კვლევით დასტურდება, რომ თვით ჩვეულებრივ მშობელსაც კი უდიდესი გავლენა აქვს შვილზე, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება იმის ხაზგასმა, რომ მარტო მშობელი აღზრდის „რთულ საქმეს“ თავს ვერ გაართმევს საზოგადოების დახმარებისა და თანადგომის გარეშე.
     გასაგებია, რომ ბავშვის აღზრდა - ეს მშობლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი, ვინ უნდა ითამაშოს ამ პროცესში უდიდესი როლი?  ვინ და რა განაპირობებს ბავშვის სოციალიზაციას და თავის დამკვიდრებას? სკოლა თუ მშობელი? ეს კითხვები აწუხებს ყველა იმ ადამიანს, ვინც იცის რას ნიშნავს იყოს მშობელი.
     ლორა ბერკის ზრით, აუცილებელია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ  განათლება და აღზრდა. განათლებას ბავშვი იღებს სკოლიდან, აღზრდას - მშობლებისგან. აღზრდის პროცესში უდიდესი ადგილი უკავია მშობელს და მის დამოკიდებულებას. ბევრი სვამს კითხვას: ვინ უნდა აღზარდოს ბავშვი, დედამ თუ მამამ? პასუხი ცალსახაა, რა თქმა უნდა ორივემ! ბავშვის სრულყოფილი ფორმირებისთვის აუცილებელია ორივე მშობელი იყოს ჩართული აღნიშნულ პროცესში და მივიღებთ ბავშვის აღზრდის სრულყოფილ ვარიანტს.
      რაც შეეხება სკოლას, ეს დაწესებულებაა, რომელიც ბავშვს აძლევს განათლებას, ასწავლის სხვადასხვა საგნებს, ახდენს  მის სოციალიზაციას, ასწავლის პასუხისმგებლობას, დროის რაციონალურ გამოყენებას, ეხმარება თავის დამკვიდრებაში. ბავშვი ხდება სოციალური გარემოს მონაწილე, სადაც მას ყავს მეგობრები. სწავლობს მოქცევის წესებს და მზადდება სამომავლოდ იმისათვის, რომ იყოს ერთი დიდი სოციალური გარემოს ნაწილი.
      საბოლოოდ გასაგებია, რომ მშობლების გაცნობიერებულ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთო წარმატებისათვის. მთლიანად საქართველოში და მათ შორის ჩვენს სკოლაში, ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს -- ხშირ შემთხვევაში მშობლებს ნაკლებად აინტერესებთ, რას და როგორ აკეთებს სკოლა. ამის მიზეზია ერთის მხრივ მშობელთა დაკავებულობა („სულ ვმუშაობ და ვერ ვიცლი“), მეორეს მხრივ --გაუცნობიერებულობა („არ მესმის ტყუილად რა ვაკეთო იქ?“), მესამეს მხრივ კი-- მენტალური პოზიცია („მე რატომ უნდა ვაკეთო ის,რაც სკოლის საქმეა?“).  და ალბათ, არის კიდევ სხვა მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მიზეზებიც.          
                                                                                                                                                        
     თანამედროვე ცხოვრება, დღევანდელობა მოითხოვს მშობლებისა და სკოლის ერთობლივ აქტიურ თანამონაწილეობას ბავშვის განვითარებაში, მშობლებმა სწორად უნდა აღზარდონ შვილი, რადგან მოსწავლის ქცევა სკოლაში,  დიდად არის დამოკიდებული ოჯახურ აღზრდაზე, ხოლო სკოლამ უნდა შეძლოს, მოსწავლის მომზადება ცხოვრებისათვის, მისცეს მას ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც ის გამოიყენებს მომავალ დამოუკიდებელ ცხოვრებაში
.    
შედეგების შეჯამება --  ანალიზი

     კვლევის შედეგად მიღებული შედეგების ანალიზმა დაადასტურა ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. თვისობრივი კვლევის ანალიზის შედეგად,მშობლების დიდ უმრავლესობას სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობად მიაჩნიათ მხოლოდ ექსკურსიებში მონაწილეობა (80%), შვილის თანაკლასელების მშობლებთან კომუნიკაცია (86%) და შვილების თვალყურის დევნება სახლში გაკვეთილების მომზადების  დროს (86%). მხოლოდ მცირე ნაწილი (14%) ფიქრობს რომ, ამის გარდა საჭიროა აგრეთვე რეგულარული ურთიერთობა პედაგოგებთან, დირექციასთან,  დახმარების გაწევა დამრიგებლისთვის სხვადასხვა ღონისძიებების მომზადებისას და ასევე შვილთან ახლო ურთიერთობა: განვლილი დღის განხილვა მასთან ერთად, თამაში  შვილთან, წიგნის ან სატელევიზიო გადაცემის (მაგ:ფილმის) განხილვა, მისი პრობლემებით დაინტერესება-მოსმენა, შვილის მეგობრებთან ურთიერთობა და ა.შ.
    რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით კი, მშობელთა 90% მიიჩნევს, რომ  ჩართულია შვილების სასკოლო ცხოვრებაში (ან ასე ჰგონიათ, ან სავარაუდოდ, ტყუიან), 10%-კი თვლის რომ ნაწილობრივაა ჩართული (საოჯახო საქმის ან სამუშაოს გამო), ხოლო პედაგოგთა 70%-ს კი მიაჩნია, რომ მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი და ისინიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან ჩართულნი, მათგან ზუსტად ნახევარი - 35% ამბობს, რომ მშობლები შვილებით ინტერესდებიან და ეკითხებიან მის შესახებ თვეში ერთხელ, ხოლო 35% ამბობს, რომ ეს ხდება 6 თვეში ერთხელ. მასწავლებელთა 30% მიაჩნია, რომ მშობლები საერთოდ არ არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ამასთან მიზეზად ასახელებენ მშობელთა უინტერესობას და უპასუხისმგებლობას, განსხვავებით მშობლებისგან, რომლების მოუცლელობას იმიზეზებენ.
   რაც შეეხება მოსწავლეებს, მათი გამოკითხვის შედეგები დაახლოებით ემთხვევა პედაგოგთა გამოკითხვის მონაცემებს. 60%-ის აზრით მშობლები ნაწილობრივ არიან ჩართული მათ სასკოლო ცხოვრებაში (დაჰყვებიან ექსკურსიაზე და ურთიერთობენ დამრიგებელთან და სხვა მშობლებთან), 40% კი, თვლის რომ მისი მშობლები არ არიან ჩართულნი(ანუ არ ეხმარებიან დავალებების მომზადებაში, არ ინტერესდებიან მისი ამბებით და ა.შ.).                                                                                                                    

                                                  დიაგრამები

მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობად მიაჩნიათ:
ექსკურსიებში და სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა, კრებებზე დასწრება, შვილების მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია, თვალყურის დევნება სახლში გაკვეთილების მომზადების დროს





მშობლები              
მოსწავლეები
მასწავლებლები 

                                                                                     86%       90%       70%
 გარდა ამისა, ჩართულობად მიაჩნიათ
რეგულარული ურთიერთობა პედაგოგებთან, დირექციასთან, დახმარების გაწევა დამრიგებლისთვის სხვადასხვა ღონისძიებების მომზადებისას და ახლო ურთიერთობა შვილთან, განვლილი დღის განხილვა მასთან ერთად, თამაში  შვილთან, წიგნის ან სატელევიზიო გადაცემის (მაგ:ფილმის) განხილვა,მუსიკის ერთად მოსმენა, მისი პრობლემებით დაინტერესება-მოსმენა, შვილის მეგობრებთან ურთიერთობა.

   
მშობლები        
მოსწავლეები
მასწავლებლები
                                                                                       

                                                                          30%       14%      10 სასწავლო პროცესში სრულად ჩართული მშობლების %-ული მაჩვენებელი გამოკითხული მშობლების, მოსწავლეების და მასწავლებლების აზრით
მშობლები        
მოსწავლეები
მასწავლებლები 
                          


ნაწილობრივ ჩართული მშობლების %-ული მაჩვენებელი გამოკითხული მშობლების, მოსწავლეების და მასწავლებლების აზრით

მშობლები        
მოსწავლეები
მასწავლებლები 


                                                                                                                     

                                                                                                          


იმ მშობლების %-ული მაჩვენებელი, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართულნი გამოკითხული მშობლების, მოსწავლეების და მასწავლებლების აზრით





მშობლები        
მოსწავლეები
მასწავლებლები 






                                                                                                         19


დასკვნა
   კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, აქვს არასტრუქტურირებული, სპონტანური ხასიათი. იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც უფრო კერძო ინიციატივა,ვიდრე ფორმულირებული ქცევითი სტრუქტურა. სასკოლო ჩართულობასთან დაკაშირებით, კი არსებობს გარკვეული მოთხოვნები, როგორც მშობლების ისე მასწავლებლების მხრიდან, თუმცა არ არსებობს კონკრეტული შაბლონი (ან ნიმუში) ურთიერთობებისა, თუ რა ფორმით შეიძლება ხდებოდეს ეს. ამ ეტაპზე მშობელთა მხრიდან ჩართულობა ძირითადად გამოიხატება:
1. ბავშვის მეცადინეობის პროცესში ჩართულობით
2. მასწავლებლებთან ფორმალური ტიპის კომუნიკაციით
3. ექსკურსიებზე დასწრებით და ჩართულობით
  სხვა ყველა ტიპის ჩართულობა სპონტანური ხასიათისაა და წარმოადგენს კერძო ინიციატივებს. დღეის მდგომარეობით არსებული ფორმატი, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა, არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული. არ არსებობს ფუნქციური გეგმა, რომლის მიხედვითაც მშობლებს შესაძლებლობა ექნებოდათ ჩართულიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში. საბოლოოდ, სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა დამოკიდებულია, ერთი მხრ მის კეთილ ნებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, სკოლის კეთილ ნებაზე, მისცეს რაიმე სახის აქტივობის განხორციელების საშუალება.
                              
                                              რატომ არის მშობელთა ჩართვა რთული?
        ხშირად მშობელთა ჩართულობა მასწავლებლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა. ამ გამოწვევის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მშობელთა დაკავებულობა, უდროობა ან ბავშვთა განათლების მიმართ მათი ინტერესის ნაკლებობა მიიჩნევა. თუმცა, ხშირად უგულებელყოფილია ყველაზე მთავარი დაბრკოლება მეორე მხარის მიმართ არსებული მოლოდინები და დამოკიდებულებები.
    ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მშობლებსა და მასწავლებლებში მეორე მხარის მიმართ არსებული გავრცელებული შეხედულებები

                                                                                                                
                                                                                                          20                                                                     
მშობლები
მასწავლებლები
მორგებული აქვს მშობლის ტრადიციული როლი მიჰყვება პროფესიონალების მითითებებს
მორგებული აქვს მასწავლებლის ტრადიციული როლი – „პროფესიონალები უნდა უძღვებოდნენ ყველაფერს
შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მასწავლებლის და ზოგადად განათლების შესახებ

შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მშობლისა და ზოგადად განათლების შესახებ
ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის პრობლემებში

ადანაშაულებს მშობლებს ბავშვის პრობლემებში
მიაჩნია, რომ მასწავლებლები გულწრფელად არ ზრუნავენ მის შვილზე
მიაჩნია, რომ მშობლებს არ აღელვებთ განათლება

ინიციატივას, მიწვევას და მონაწილეობისთვის შესაძლებლობების შექმნას ელის მასწავლებლებისგან
მოლოდინი აქვს, რომ მშობელი მას შემდეგ ჩაერთვება სკოლის ცხოვრებაში, როდესაც  მოპატიჟების მიიღებს სკოლიდან და მონაწილეობას მიიღებს იმ ფორმით, როგორც სკოლა მოელის მისგან.
მიაჩნია, რომ მასწავლებელი პროფესიონალია, ამიტომ ემპათიას არ ავლენს მასთან

სურს, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, ამიტომ არ ავლენს ემპათიას ბავშვებსა და მშობლებთან
არ აქვს ნათელი წარმოდგენა მის მიმართ არსებული მოლოდინების შესახებ
არ ახდენს მოლოდინების ნათლად ჩამოყალიბებას; მოელის, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ და არ დასვან კითხვები ქცევის წესების შესახებ
კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე
კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე

ეშინია უკუკავშირის მიწოდება მასწავლებლისთვის

ეშინია უკუკავშირის მიწოდება ზოგიერთი მშობლისთვის
მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი შეუძლია, აკლია საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების რწმენა
მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი სჭირდება, არ ენდობა მშობლის კომპეტენციებს
                                                                                                                        

მშობელთა ჩართვის სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები
     მშობელთა ჩართულობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. ესენია: კომუნიკაცია, მოხალისეობა, ოჯახის ჩართვა სასწავლო აქტივობებში, მშობლების მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი თანამონაწილეობა, თემთან თანამშრომლობა, დისტანციური ჩართულობა (მაგ: ონლაინ სოციალური ქსელებით). თითოეულ სტრატეგიას თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა შეგვიძლია დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია გასდევდეს მშობლების ჩართულობის ხელშეწყობას ნებისმიერ სიტუაციაში:
§     ისეთი გარემოს შექმნა, სადაც კარი ღიაა ყველას მონაწილეობისთვის
§     ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირება ურთიერთობის პროცესში
§     ფოკუსირება როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე
§     ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობების აღიარება და პატივისცემა
§     ინდივიდუალური შეხედულებების, გამოცდილებისა და კულტურის პატივისცემა
§     თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა
§     აქტიური მონაწილეობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
§     თანამონაწილეობა არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
§     სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა
§     ემპათია
§     დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
§     მშობლების, როგორც ნახევრად-პროფესიონალების მხარდაჭერა.


                           რეკომენდაციები / ინტერვენციები

   ინდივიდუალური საუბრებისას, მშობელთა ნაწილი თვლის, რომ მოტივირება სასკოლო ჩართულობისთვის, ვერ ხდება სკოლის მხრიდან, რომ სკოლა უნდა აწესრიგებდეს მათი ჩართულობის პროცესს, რომ სამეურვეო საბჭო მუშაობს ფორმალურად და არ აძლევს საშუალებას მშობლებს, უშუალოდ ჰქონდეთ ჩართულობა პროცესში. ვფიქრობ, მშობლები ერთგვარად მართლები არიან, დემოტივირებული მშობელი ნაწილობრივ სკოლის ბრალია. შეგვიძლია გამოვიყენოთ რესურსი და არ ვიყენებთ. ალბათ, ევროპასა და ამერიკაშიც არ იქნებოდნენ მშობლები ასეთი ჩართულები, გარკვეული სისტემა რომ არ აწესრიგებდეს ამ პროცესს.                
                                                                                                                                           
    ჩატარებული კვლევის ანალიზისა და შედეგების შეფასების შემდეგ შევიმუშავე გარკვეული რეკომენდაციები და შესაბამისი ქმედებების გეგმა. ვფიქრობ, აღნიშნული ქმედებების(ანუ ჩარევის) განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ერთბაშად მოგვარდება და ყველა პრობლემა გადაიჭრება, მაგრამ რაღაც აუცილებლად გაუმჯობესდება, რაღაც ახალ ფაზაში გადავა, წინ წაიწევს და ჩვენი მიზანიც ხომ საბოლოო ჯამში ესაა, რომ სკოლა მუდმივად ვითარდებოდეს, ეძებდეს პროგრესის გზებს და ცდილობდეს უპასუხოს იმ გაზრდილ მოთხოვნებს, რასაც თანამედროვე სამყარო გვიყენებს.
   მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოცემული მეთოდებიდან და აქტივობებიდან უმრავლესობას ძირითადად ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკაში, მაგრამ რადგან მათ აქვთ არასტუქტურირებული და არასისტემატიური ხასიათი, ამიტომ ვთვლი მშობელთა  ჩართვისთვის, ძალზე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ და მივცეთ სისტემატიური ხასიათი შემდეგ სტრატეგიებს:
ჩავატაროთ შემდეგი ტიპის ღონისძიებები სკოლაში და ვუმასპინძლოთ მშობლებს: 
·         წიგნების გამოფენა-გაყიდვა
·         საქველმოქმედო აქცია: მაგ: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა საქველმოქმედო მიზნით
·         სემინარები მშობლებისათვის როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში
·         მშობლის დამოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში
·         მშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში როგორ დაეხმარონ მოსწავლეს
·         მოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში), გაკვეთილი ჩაატაროს მშობელმა.
·         სპექტაკლები მომზადება (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის)
·         სკოლის გარეშე პროგრამები
·         კონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე. 
·         ღია, საჩვენებელი გაკვეთილები მშობლებისთვის.
                 მშობელთან ურთიერთობისას შეგვიძლია გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:  
·         შეივმუშაოთ კომუნიკაციის ის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა).
·         შეაქმნევინოთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც.
·         მივწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი.
·         მოუწყოთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან.
·         შეავაფასებინოთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინოთ მშობლებს    
                                                                                                                                                                     
·         აწარმოოთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანოთ ისინი მშობლებს ინდივიდუალურად.
·         განიხილოთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
·         ხშირად მივცით რეკომენდაციები მშობლებს, მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად.
·         ხშირად აღვნიშნოთ, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად. (შეგვიძლია მოსწავლის რვეულში გააკეთოთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ).  
·         გამართოთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. 
·         ჩაატაროთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში.
·         ხშირად გაუზიარეთ მშობლებს, მოსწავლის შესახებ, სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით.
·         პერიოდულად ჩავატაროთ კვლევა მშობელთა კმაყოფილების შესახებ

   შეგვიძლია მშობლები უზრუნველვყოთ დამატებითი რესურსებითაც, მაგალითად:

·         შეგვიძლია შევთავაზოთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ: საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება).
·         შეგვიძლია ჩაატართთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ.
·         გააცანოთ მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიაროთ შესაბამისი რესურსი
·         მოვაწყოთ ოჯახური კითხვის დღე, მათემატიკის ოჯახური დღე, თამაშის დღე, სპორტული შეჯიბრება  (შობლების, ბავშვების და მასწავლებელთა ჩართულობით) და სხვა. 

            განსაკუთრებულად სასურველია შეიქმნას მშობელთა კლუბი, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სქესის, ასაკის, პროფესიის და ეთნიკური წარმოშობის მშობლებისგან, ძალიან კარგი იქნება სპეციალური საჭიროების მშობლების ჩართვაც (თუ, რა თქმა უნდა, გვყავს ასეთი მშობლები) და მათი აზრის გათვალისწინება.        მშობელთა კლუბი შეიკრიბება დადგენილი პერიოდულობით, გაიცვლება აზრები სკოლის, აქ არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების შესახებ, შემუშავდება საინტერესო პროექტები, დაიგეგმება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. კლუბში მოიწვევენ  ფსიქოლოგებს, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს. კლუბის მუშაობისას მშობლებს შეეძლებათ მრავალი მიმართულებით ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, გაუზიარებენ საკუთარი შეხედულებებს სკოლის წარმომადგენლებს, სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კლუბის წევრ მშობლებს შეეძლებათ ინფორმაცია მიაწოდონ სკოლის დანარჩენ მშობლებს კონკრეტულ საკითხებზე და კანონებზე, რომლებიც გავლენას იქონიებს მათ შვილებზე მოსწავლეობის  პერიოდში.
                                                                                                                 
                                                 ბიბლიოგრაფია

1. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“           ნაწილი II.
2. ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი“ -ის სტატიები
ნინო კაპანაძე  „თემას გამოცდილება გვკარნახობს“
თამარ აბულაძე, თამთა დოლიძე, ნათია კოხოიძე“ ზოგადი მიმოხილვა“
სოფიკო ლობჟანიძე „ როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
3. ლორა ბერკი  „ბავშვის განვითარება“   (ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა)
4. USAID   მშობელთა ჩართულობა“
5. ნინო ცომაია „ მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა“
6. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თვისობრივი კვლევის ანგარიში „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“
7. EDU.ARIS.GE -ის ინტერვიუები და სტატიები.












რეფლექსია

   მე, როგორც ყოფილ დამრიგებელს, მშობელს და პედაგოგს, მუდამ მაკვირვებდა ჩემი მოსწავლეების მშობლების გულგრილი,ზერელე დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში აბსოლუტური  უინტერესობა საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ. თავდაპირველად, ჩემი პრაქტიკის დასაწყისში, ამ ფაქტმა სრულიად განმაცვიფრა, შემდეგ შევეჩვიე და მოცემულობად მივიღე, რადგან მიუხედავად ჩემი დიდი ძალისხმევისა, ვერაფრით შევძელი (განსაკუთრებით პრობლემური მოსწავლეების) მშობლების „შემობრუნება“ სკოლისკენ, ამიტომ კვლევის განსახორციელებლად თემის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან შესაძლებლობა მომეცა გამერკვია აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები, ხელისშემშლელი ფაქტორები და  გარემოებები.
    ვინაიდან, კვლევის ასეთი ფორმით წარმართვა ჩემთვის პირველი იყო, რა თქმა უნდა შემხვდა სირთულეები, მაგრამ ვფიქრობ დასახულ ამოცანას კარგად გავართვი თავი ჩემი კოლეგების დახმარებით და დირექციის ხელისშეწყობით, რისთვისაც, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მათ.
  რაც შეეხება კვლევის შედეგების გაზიარებას:  შუალედურ მონაცემებს ეტაპობრივად ვაცნობდი ჩემს მეგობარ კოლეგებს, ვიღებდი მათგან რჩევებს, იდეებს, მითითებებს, რაც ძალიან მეხმარებოდა და მოტივაციას მაძლევდა საქმიანობის წარმართვაში.
   დასრულებული კვლევის გაზიარებისას, პრეზენტაციის შემდგომ, გამაკვირვა ერთ-ერთი კოლეგის მოსაზრებამ (რომელსაც პედაგოგთა გარკვეული ნაწილი დაეთანხმა), რომ მშობელთა სრული ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში (ანუ იმ კუთხით, როგორც  კვლევის ინტერვენციებში/რეკომენდაციებში მაქვს მოცემული), - „არაა სასურველი, რადგან ამგვარად ჩართული მშობლები კარგავენ სუბორდინაციას პედაგოგებთან, ხდება „მეტისმეტი გაშინაურება“, რაც პირდაპირ აისახება მათი შვილების ქცევაზე და დამოკიდებულებებზე და ისინიც  „თავხედდებიან“, როგორც მასწავლებლების, ასევე დირექციის მიმართო“. - როგორც სჩანს, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არაა მზად მსგავსი ინკლუზიისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ აუცილებელია დიდი ძალისხმევა, როგორც მშობლების და მოსწავლეების, ასევე პედაგოგების ცნობიერების ასამაღლებლად.
   საბოლოოდ, კოლეგების უკუკავშირი კვლევის შესახებ ძირითადად დადებითი, საქმიანი და კონსტრუქციული იყო. განსაკუთრებულად გამახარა იმ ფაქტმა, რომ ჩემმა ნაშრომმა კოლეგების დიდ ნაწილს მისცა მოტივაცია და აღუძრა სურვილი, რომ თვითონაც დაგეგმონ და ჩაატარონ კვლევები და გამოთქვეს იმედი ჩემგან რჩევების/ მითითებების  მიღებისა, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩემთვის.
                                                                    

No comments:

Post a Comment