სსიპ.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლის IIბ
კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელთან, ანა ანდრიაშვილთან ერთად დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში
საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს სცოდნოდათ რატომ
აღინიშნება 14 აპრილს დედაენის დღე. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა წელს გამოცემულ დედაენის სახელმძღვანელოებს. ბიბლიოთეკარმა ქალბატონმა ირა მირიანაშვილმა მათ დედაენისადმი
მიძღვნილი გამონათქვამები წაუკითხათ, შემდეგ
კი მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს დედაენისა და სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები.
No comments:
Post a Comment