10/8/19

ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრე სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლაში

ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრის გეგმა
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი  ლია შაოშვილი
       2019  სასწავლო წლის 24 სექტემბრიდან, მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე, მუშაობა დაიწყო ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელმა წრემ სახელწოდებით: „ხალხური სიმღერა ჩვენს შემეცნებაში.“  
      მეცადინეობა ტარდება სკოლის მუსიკის ოთახში, კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს.
 მიზანი:  მოსწავლეები გაეცნობიან:
·         ქართული ხალხური ფოლკლორის ნიმუშებს, მომღერალთა შემოქმედებასა და ბიოგრაფიებს
·         ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლებს
·         ქართული ხალხური სიმღერისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, მრავალხმიანობასა და სხვადასხვა კუთხის სიმღერებს.
აქტუალობა/მნიშვნელობა:  მოსწავლეებმა შეიყვარონ ქართული ხალხური სიმღერა. 
                                                  მოხდეს ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.                                       
                                                  შეიმეცნონ, რომ  ფოლკლორი  ქართველების  სავიზიტო ბარათია.
რესურსი: 
 კომპიუტერი, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი, აუდიო ჩანაწერები და ფანდური.
ფოლკლორის  შემსწავლელი წრის პროგრამა.     I სემესტრი
თემა
საათების რაოდენობა
თარიღი
შენიშვნა
საინფორმაციო შეხვედრა: წრის გეგმის, მიზნების და შედეგების გაცნობა
1სთ
24.09.19წ.

„თებრონე მიდის წყალზედა“

1სთ
1.09.

„შავლეგო“

1სთ
8.10.

„კახური შაირები“

1სთ
15.10.

„მირანგულა“

1სთ
22.10.

„მეგრული ნანა“
2სთ
29.10
5.11.

„აჭარული შაირები“
2სთ


19.11
26.11.

„იმერული მგზავრული“
2სთ
3.12
10.12

„რა ლამაზია თუშეთი“
2სთ
17.12


„მივალ გურიაში“
2სთ
24.12




ქართული საგალობლების შემსწავლელი წრის გეგმა
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის #1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი  ლია შაოშვილი
       2019  სასწავლო წლის 23 სექტემბრიდან, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, მუშაობა დაიწყო ქართული საგალობლების შემსწავლელმა წრემ. წრის სახელწოდება: „ქართული საგალობლები“
       მეცადინეობა ტარდება სკოლის მუსიკის ოთახში, კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს.
 მიზანი:
·         ქართული საეკლესიო გალობის რაობის და მნიშვნელობის შემეცნება
·         კილოებისა და სამგალობლო სკოლების მრავალსაუკუნოვანი სასულიერო მუსიკალური საგანძურის გაცნობა
·         მუსიკალური ტერმინების გაცნობა და საგალობლების შესწავლა
მოსასმენი მასალა:           ფილმი „გალობის რაინდები“
                                              სადა კილო, გელათის კილო, იყალთოს სკოლა
                                              რითმულ-ინტონაციური სავარჯიშოები    
                                               სავარჯიშოები სუნთქვაზე
აქტულობა/მნიშვნელობა:   მოსწავლეები შეძლებენ იგალობონ  შესწავლილი, სამხმიანი საგალობლები პარაკლისზე, წირვაზე, ლოცვაზე.

რესურსი:
                    ფორტეპიანო, კომპიუტერი, პროექტორი, მუსიკალური ცენტრი.
გალობის შემსწავლელი წრის პროგრამა.     I სემესტრი
თემა
საათების რაოდენობა
თარიღი
შენიშვნა
საინფორმაციო შეხვედრა: წრის გეგმის, მიზნების და შედეგების გაცნობა
1სთ
24.09.19წ.

სამგალობლო სკოლებისა და ქართული მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძურის გაცნობა
1სთ
26.09.19წ.

ფილმის: „გალობის რაინდები“ ნახვა და საგანძურის მოამაგეების და მათი დამსახურების გაცნობა
1სთ
3.10.19წ.

მუსიკალური ტერმინების გაცნობა. სუნთქვითი სავარჯოშოების შესწავლა.
1სთ
10.10.19წ.

რითმულ- ინტონაციური სავარჯიშოების დაუფლება
1სთ
17.10.19წ.

საგალობლები: მრჩობელი კვერექსები - „უფალო შეგვიწყალენ“
2სთ
24.10
1.11.

პატრიარქის „მამაო ჩვენო“
2სთ


8.11
15.11.

წმ. გიორგის სადიდებელი - ტროპარი
2სთ
22.11
29.11

ღვთისმშობლის საგალობელი - „შენ გადიდებ“
2სთ
5.12
12.12

საგალობელი - „ღირს არს“

2სთ
19.12
26.12



No comments:

Post a Comment